|
2025-02-18 08:46:11, 345 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრი - ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება
რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. „სამწუხაროდ, ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ და საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პირდაპირი ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. „თუ შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება აშშ-სთან და ნატო-სთან ერთად, მაშინ პოლონეთი სხვადასხვა კუთხით იმოქმედებს, მაგრამ მე პოლონეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავ“, - აღნიშნა ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)