23:28 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 21:34:35, 501 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - მომავალი უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური

გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის შესახებ რაიმე სახის შეთანხმების მხარეები ვერ იქნებიან.

„დღეს ჩვენ გვესმის, რომ „მინსკის“ გარანტორების და ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ნდობა არ შეიძლება და ისინი უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ რაიმე სახის სამომავლო შეთანხმების მხარეები ვერ იქნებიან. ისინი რუსოფობიით არიან დაბრმავებულები, მანიაკალური სურვილით, რომ ჩვენი ქვეყანა ცოცხლად დარჩენილი უკრაინელების ხელით ბრძოლის ველზე დაამარცხონ“, - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

მისივე განცხადებით „მომავალი უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური სახელმწიფო და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის წევრი“.

„ბოლოს და ბოლოს, როგორც უკვე აღიარეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა, კერძოდ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კრიზისი გამოიწვია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივამ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია“, - აღნიშნა ნებენზიამ.

ნებენზიას თქმით, ახალი შეთანხმების პირობები, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულმა გულწრფელად დაინტერესებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.

„თავად ზელენსკი, ცდილობს ძალაუფლება და საკუთარი ტყავი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის“, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics