|
2025-02-17 18:28:37, 435 ნახვა
მსოფლიო
18 თებერვას უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „France 24“-ი თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის, ფაჰრეთინ ალტუნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს 18 თებერვალს, ანკარაში შეხვდებიან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი 19 თებერვალს, ოთხშაბათს, საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ. ხვალ, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)