03:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 15:20:06, 452 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს - გადახედოს თავის საქმიანობას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

„შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, კვერცხები ესროლონ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია არის თვითონ ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს. გადახედოს თავის საქმიანობას ბოლო პერიოდში. გადახედოს თავის საქმიანობას იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილს ხვდებოდა ჩუმად, როდესაც რევოლუციას უპირებდა საკუთარ ქვეყანას, სისხლის ღვრისკენ მიჰყავდა სიტუაცია. გადახედოს ამას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მისასალმებელი. ზოგადად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს ჯანსაღი, აქ ვიდავოთ და არჩევნებზე გადავწყვიტოთ საკითხები,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics