|
2025-02-17 14:27:14, 494 ნახვა
პოლიტიკა
ბერდია სიჭინავა - ზონდერჯგუფის წევრები სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ
პარტია გახარია-საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას განცხადებით, გიორგი გახარიაზე თავდასხმაში მონაწილე ზონდერები სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში მოქმედებდნენ, როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე აღნიშნა რეისის შესახებ ინფორმაცია თავდასხმაში მონაწილე პირებმა სპეცსამსახურებისგან მიიღეს. "დღეს, გამთენიისას, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული ზონდერჯგუფი დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და „ოცნების“ პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია. საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ. გახარიას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა. ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოსცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს - ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას. მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშისგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი". - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)