|
2025-02-17 11:21:46, 482 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, ელენე ხოშტარიას უფლება აქვს სასამართლო პროცესს არ დაესწროს, თუმცა მას გადაეგზავნება საქმის მასალები. „მოსამართლის თანაშემწე ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, სხდომას რომ დასწრებოდა, მაგრამ უარი განაცხადა. არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, სამართალდარღვევის ოქმზე ხელი არ არის მოწერილი, დღევანდელ სხდომაზე საკითხების განხილვას ვერ გავაგრძელებთ, ქალბატონ ელენეს გაეგზავნოს საქმის მასალები სრულად, შემდგომ სხდომაზე თუ არ გამოცხადდება ეს მისი უფლებაა, სასამართლო მტკიცებულებებს გადაუგზავნის“, - აღნიშნა მოსამართლემ. ელენე ხოშტარიას გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით - 173-ე და 174-ე მუხლებით ედავება. საქმე ეხება, 12 იანვარს აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარიას მიერ სტიკერების გაკვრის მცდელობას, რასაც ხმაური მოჰყვა. სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)