|
2025-02-17 09:55:29, 459 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე სამშაბათს გაიმართება
უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დელეგაციაში. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება. სტივ უიტკოფმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის და მაიკ უოლცი საუდის არაბეთში კვირას ღამით ჩავიდოდნენ. რუბიო კი საუდის არაბეთში ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ორშაბათს ჩავა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)