03:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 08:21:18, 367 ნახვა

პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი - სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერისა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოს ფარგლებში!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა: იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელთან, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონთან, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან, ლატვიელ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics