|
2025-02-15 18:54:18, 595 ნახვა
სამართალი
ბათუმში აქციების მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ ზებრაზე გადასვლისთვის
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას ედავებიან და 17 თებერვალს სასამართლოში იბარებენ. აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლინდა ცინცაძის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ედავებიან ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის გამო, 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. სინამდვილეში აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ. „მხოლოდ ორჯერ გადავედი ზებრაზე და ამის გამო მიბარებენ“ – ამბობს ლინდა.
საიას ცნობით, აქციის მონაწილეებს, რომლებიც 17 თებერვალს სასამართლოში დაიბარეს, ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“. აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან საღამოს 7 საათის შემდეგ დაიწყო, როცა სასამართლო აღარ მუშაობდა. აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში დატვირთული არ არის – აქ, მახლობლად, ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, ორივე უწყების სამუშაო საათები აქციის დროს დასრულებული იყო და აქციის მონაწილეების გადაადგილება მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლიდა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)