04:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 15:55:58, 416 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის მიერ ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.

„საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არის არალეგიტიმური და, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე, უკვე ათეული წლებია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, მკაცრად დაგმონ ეს ფაქტი.

ჩვენი მთავარი მიზანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და, აფხაზებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა.

აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს, აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ“, – აღნიშნულია მგალობლიშვილის განცხადებაში.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics