13:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 10:24:00, 594 ნახვა

საზოგადოება
მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.

მერიის იფნორმაციით, კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და საკრებულოს განათლებისა, კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაეწრნენ.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, დედაქალის მერია მსჯავრდებული ქალბატონებისთის სარვამარტო განწყობის შექმნას შეეცადა.

„ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

მსჯავრდებულ ქალებს დღესასწაული ქართველმა მომღერლებმაც მიულოცეს. კონერტში მონაწილეობა ქუჩის ბიჭებმა, გიო და ზუკა ხუციშვილებმა, ლაშა და ანა ღლონტებმა, ზურაბ მანჯავიძემ, ბუკა მანაგაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა  მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო.

დღესასწაული მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც მიულოცა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

8 მარტი მსჯავრდებულ ქალბატონებს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმაც მიულოცა. მან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწეებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატურად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics