|
2016-03-09 10:02:31, 736 ნახვა
სამართალი
შსს-სა და აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ესწრებოდა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებისა და საფრთხეების მიმოხილვა, ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. კონფერენციაზე ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრის, აშშ-ს, უნგრეთის, უკრაინის, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს. აღნიშნული პრეზენტაციები ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციებსა და გამოწვევებს, კორუფციის, ტრეფიკინგის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, სამართალდამცველთა შესაძლებლობების განვითარების, უწყებათა შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მნიშვნელობის საკითხებს მოიცავდა. კონფერენციაში პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)