04:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 19:54:42, 401 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დღეს ფოსტით, 1000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. მისი თქმით  ჯარიმა დეკლარაციის არშევსების გამო დაუწერეს, მიუხედავად იმისა, რომ მანდატის შეჩერაბაზე განცხადება დაწერილი ქონდა.

 “დღეს მივიღე ფოსტით წერილი 1000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დავასაბუთეთ რატომ არ ვავსებდით ამ დეკლარაციას, იქვე მივუთითეთ, რომ დაწერილი გვაქვს განცხადება, იმ ეტაპისთვის არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტა და თავს არ მივიჩნევთ დეპუტატებად, პრაქტიკულად არ ვახორციელებთ ამ უფლებამოსილებას და არ უნდა გვევალებოდეს დეკლარაციის შევსება და მაინც ჯარიმა მოვიდა. ახლა ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და რაიმე საღი აზრი სასამართლო მართლმსაჯულების შიგნით თუ არსებობს, ადამიანებს, რომლებიც უკვე აღარ ვართ პარლამენტის წევრები, მაინც გვავალდებულებენ ამ დეკლარაციის შევსებას, თუ არადა გვაჯარიმებენ, ასე რომ თუ სასამართლო სისტემას კონკრეტული დავალება არ მისცეს, იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს.” - განაცხადა  ცისკარიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics