01:47 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 15:45:18, 461 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ შეერთებულ შტატებს მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად.

„მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, მზად ვარ ნებისმიერ დროს, არაფერი მჭირდება ამისთვის, არც რიცხვები, არც არაფერი, მე ყველაფერი ვიცი. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ დროს. მზად ვართ ვისაუბროთ ყველაფერზე, დაწყებული (სამხედრო) კონტინგენტიდან უსაფრთხოების გარანტიებამდე, ნატო-ზე, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, თუ ნატო იქნება უკრაინაში“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან მისი საუბარი საკმარისი გარკვეულ დეტალებზე სასაუბროდ, მაგრამ არა გეგმის შესამუშავებლად.

„ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ძალიან დადებითად ვისაუბრეთ. ეს მართლაც კარგი საუბარი იყო. ვისაუბრეთ ფრონტზე არსებული სიტუაციის დეტალებზე, რა არის რეალური დანაკარგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი მაჩვენებლები ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ განსხვავდებოდა ტრამპის მონაცემებისგან, მაგრამ „მთავარია რას ვაკეთებთ შემდეგში“.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებენ.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატო-ში, დიახ. ჩვენ ვენდობით ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე იაფი ვარიანტი ყველასთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ძალიან საშიში დარტყმა განახორციელა.

„უპილოტო საფრენი აპარატი ძალიან დაბლა დაფრინავდა, რის გამოც რადარებმა ვერ შეამჩნია. პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics