06:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 13:11:10, 334 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი

ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია არის ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვები და მას არანაირი ფასი არა აქვს - ფასი და სამართლებრივი ძალა არა აქვს თავად ევროკავშირისათვის, რადგან ის შესასრულებლად სავალდებულო არ არის! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

მახაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებისათვის” ვერანაირი ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს”.

“დოკუმენტში არის არაერთი დეზინფორმაცია, ტყუილი, საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად, საქართველოზე არის უსამართლო შეტევა.

თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს!

რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ - ეს არის იერიში ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და მათზე იერიშის მიტანას ამიტომ ცდილობენ.

ამიტომ გაილაშქრეს კონკრეტულ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურება და პირიქით, სიცრუესა და დეზინფორმაციაში ამხელენ.

ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია კი არის დადასტურება იმისა, თუ როგორ უხარიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და შტურმი. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დიდი ხანია პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას გასცდა და არის პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევის ანატომია.

როდესაც შენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს - ვიზალიბერალიზაციას თუ ნებისმიერ სხვა მიღწევას უტევ, ამით საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვი”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics