|
2015-02-16 14:25:43, 423 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ ციბენკო: უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის
"უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის," - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პოროშენკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული არაა. ამასთან, ელჩის განმარტებით, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილზე არჩევანის გაკეთებისას, მისი დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი გაითვალისწინა. "როცა პოროშენკომ ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე სააკაშვილი დანიშნა თავის უშტატო მრჩევლად, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი.ჯარის მოდერნზიაცია. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის არ გახდება დაბრკოლება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რომლის საფუძველი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობათა დროით გამოცდილი მეგობრობაა. უკრაინის მხარემ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინა, რომ ვიდრე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არაა შესული, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ისევე როგორც სხვა ადამიანებზე უდანაშაულობის პრეზუმცია ვრცელდება.ის თავისუფალი ადამიანია და მოგზაურობს ევროაპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.ესწრება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეება საქართელოს ხელისუფლების შეშფოთებას, უკრაინა ყურადღებით შეისწავლის ამ საკითხს",-განაცხადა ვასილ ციბენკომ და აქვე დასძინა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ცნობისთვის, ვასილ ციბენკო უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხზე განმარტებებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვია.
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)