15:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 17:42:14, 386 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი და სუდანი სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და სუდანი სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით". - TASS-ის ცნობით, თქვა სუდანის უმაღლესმა დიპლომატმა ალი იუსეფ აჰმედ ალ-შარიფმა. 

როგორც გამოცემა Bloomberg წერს, რუსეთს სუდანის 853 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე დიდი ხანია, რაც ფეხის მოკიდება სურს, ხოლო ამ შეთანხმების მიღწევა აფრიკაში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, დასავლეთის შეშფოთებებს გააძლიერებს. 

საზღვაო ბაზის შექმნის იდეა თავდაპირველად სუდანის ყოფილი დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს გაჩნდა, თუმცა გეგმის შესრულება 2 წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებამ შეაყოვნა. 

გასულ წელს სუდანის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთი, სუდანის სანაპიროზე სამხედრო მიზნებისთვის საჭირო ნავთობის შენახვის სანაცვლოდ, ხარტუმისთვის (სუდანის დედაქალაქი) იარაღის მიწოდებას დათანხმდა. 

Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება უკავშირდება მოსკოვის მცდელობას, შეინარჩუნოს კონტროლი სირიაში ორ მნიშვნელოვან ბაზაზე, საზღვაო პორტზე ტარტუსში და აეროდრომზე ჰმეიმიმში, გასული წლის დეკემბერში მისი მოკავშირე დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. რუსეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთანაც, რათა შეინარჩუნოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics