15:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 13:47:53, 286 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post - ისრაელი ირანზე იერიშს 2025 წლის პირველ ნახევარში გეგმავს

The Washington Post აშშ-ს სხვადასხვა სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი ირანზე "წინმსწრებ" იერიშს მომდევნო რამდენიმე თვეში მიიტანს.  

ანგარიშის მიხედვით, ისრაელი 2025 წლის პირველ ნახევარში შეეცდება იერიშის მიტანას ირანის ფორდოვის და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე. მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები Washington Post-თან ამბობენ, ისრაელი ირანზე იერიშს 2024 წლის ოქტომბერში, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბომბვიდან მოყოლებული გეგმავს.

ისრაელის მთავრობამ, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უარი თქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა Washington Post-ის ანგარიში არ დაადასტურა, თუმცა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი.

"მიუხედავად იმისა, რომ მას [ტრამპს] ურჩევნია, ამერიკის გრძელვადიანი პრობლემები ირანის რეჟიმთან მოლაპარაკების სახით მოაგვაროს, ის უვადოდ არ მოიცდის, თუ ირანი მზად არ იქნება შეთანხმების მალე მიღწევისთვის" – თქვა ჰიუზმა Washington Post-თან. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ირანზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას ურჩევნია მასთან შეთანხმების მიღწევა. 

"მინდა ირანთან ბირთვული [იარაღის აკრძალვის] შეთანხმება დავდოთ. ეს მირჩევნია, ვიდრე მათ დაბომბვას... მათ არ უნდათ სიკვდილი. არავის უნდა სიკვდილი. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ისრაელი მათ არ დაბომბავს" – თქვა ტრამპმა. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა, თუმცა არა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული "მაქსიმალური წნეხის" სტრატეგიის პირობებში. 

"[ირანზე დაწესებული] სანქციების მოხსნა მოლაპარაკებებს საჭიროებს, თუმცა არა "მაქსიმალური წნეხის" რეფორმის ფარგლებში, ვინაიდან ეს არა მოლაპარაკებები, არამედ დამორჩილება იქნებოდა". - განაცხადა არაღჩიმ. 

ირანის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ "ირანს არ სურს მოლაპარაკებების წარმოება ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პარალელურად ახალ სანქციებს უწესებს". 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უკავშირდება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ ირანის მთავრობისადმი მოწოდებას, არ გაემართა მოლაპარაკებები ვაშინგტონთან, ვინაიდან ასეთი ნაბიკი "წინდაუხედავი" იქნებოდა. ხამენეის თქმით, აშშ-სთან მოლაპარაკება "არ არის გონივრული, ბრძნული ან ღირსეული", რასაც, მისი თქმით, ვაშინგტონთან ურთიერთობის წინარე გამოცდილება უდასტურებს. 

ხამენეიმ ასევე აღნიშნა, რომ "ასეთ მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკებები არ უნდა იწარმოებოდეს". თუმცა, მიუხედავად ამ განცხადებებისა, გამოცემა Associated Press-ის ცნობით, ხამენეის ვაშინგტონთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ პირდაპირი ბრძანება არ გაუცია. 

როგორც AP წერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, თვეების განმავლობაში ირანელი მაღალჩინოსნები მიანიშნებდნენ, რომ ისინი ტრამპისგან მესიჯს ელოდებოდნენ, სურდა თუ არა მას თეირანის მსწრაფლ განვითარებადი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. 

თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, "ირანზე მაქსიმალური წნეხის" მოსახდენად ჩამოყალიბებული განკარგულების ხელმოწერის დროსაც კი, მიანიშნა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა სურს. 

"მე ამას ხელს მოვაწერ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მისი ხშირად გამოყენება არ დაგვჭირდება. ჩვენ დავინახავთ, შეგვეძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა". - თქვა ტრამპმა 4 თებერვალს ოვალურ ოფისში აღნიშნულ განკარგულებაზე ხელის მოწერისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics