07:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 12:36:23, 333 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - საქმე რომ ცუდად წასულიყო?

2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - საქმე რომ ცუდად წასულიყო? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აზიარებს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა“ და რომ „ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“.

პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელმა მათ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციები და საზღვრების ჩაკეტვა მოსთხოვა.

„2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა.

და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი?

საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!“ - წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics