07:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:17:51, 378 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული

ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირების ყველაზე მასშტაბურ სიას ევროპარლამენტში კენჭს თბილისის დროით ზუსტად 15:00 საათზე უყრიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ამბობს, რომ სანქცირების სიაში ივანიშვილის ოჯახი ასე ფართოდ პირველად არის ჩასმული.

მისივე თქმით, არ ახსოვს ევროპარლამენტს ასეთი მკაცრი რეზოლუციის ტექსტი ოდესმე მიეღოს.

კარგი სია არის ჩემი აზრით, მათ შორის პირველად არის ოჯახი ფართო გაგებით ჩასმული. აქ არიან ოჯახის წევრები ჩასმული, რომლებიც მე არასდროს არ შემხვედრია არცერთ დასანქცირების ან სარეკომენდაციო სიაშიც კი. კარგი სიაა მაგ მხრივ, პროპაგანდისტების ამ ორი ნაწილიდან ჩემი აზრით ვიღაცეები აკლია. სახელ და გვარებს მე არ დავასახელებ, მაგრამ პროპაგანდისტების ნაწილში და "ბიზნესმენების" ნაწილში ვიღაცეები აკლია. ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია არის, ყოველ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ტექსტი მე არ მახსოვს ევროპარლამენტს მიეღოს და ამხელა თან საქართველოსთან მიმართებაში მიიღოს", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ივანიშვილის ოთხივე შვილი, ცოლი, დისშვილი, დეიდაშვილი. პრემიერი, მინისტრები და თბილისის მერი.  კარის ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და სულხან პაპაშვილი, იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კომუკინაციების კომისიის თავმჯდომარე -  ყველას სახელი და გვარი შავ სიაშია ჩაწერილი.

დღეს "ქართული ოცნებისთვის"  მძიმე დღეა - ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციას შესაძლოა, დამაჩქარებლის ეფექტი ჰქონდეს და ევროკავშირის სახელმწიფოები მოქმედებაზე ინდივიდუალურად გადავიდნენ. ეს საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე მწვავე დოკუმენტი, რომელსაც ევროპარლამენტი დაამტკიცებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics