07:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:10:10, 320 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილი ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკური კურსისა და პროცესში აფხაზეთის საკითხის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ჩვენ მთავარ ამოცანად კვლავ რჩება აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ევროკავშირში შესვლა, ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ აფხაზეთზე გადის“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

უწყების ცნობითვე, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ. ასევე სრული თანადგომა გამოხატა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ლევან მგალობლიშვილმა ანა მარია შიკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც უნგრეთი საქართველოს მიმართ იჩენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics