08:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 18:12:51, 340 ნახვა

პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩუსი - ვიმედოვნებ, ელჩი პაველ ჰერჩინსკი უფრო მეტად დაუჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს

“ვფიქრობ, არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ საქართველოში საქმეები თავისთავად მოგვარდება.”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, დაინიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„დაწყებული ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკიდან, რომელიც თბილისშია, იმედი მაქვს ის უფრო მეტად დაუჭერს მხარს ოპოზიციურ ძალებს, საქართველოს პროევროპულ კურსს, პროევროპული პოლიტიკის კურსს, ასევე ევროკომისარი კოსი და უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, მათ უნდა იმოქმედონ. დრო ვერაფერს წყვეტს, როგორც ვხედავთ, თბილისის რეჟიმი ახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას, აწესებს უფრო რეპრესიულ და შემზღუდავ სისტემას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასე რომ, რეაგირება უნდა მოვახდინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვქონდა ევროკომისიის 2025 წლის სამუშაო პროგრამა, დაიწყეთ საქართველოდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics