08:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 17:51:07, 318 ნახვა

პოლიტიკა
პეტრას აუსტრევიჩუსი - ვიმედოვნებ, რომ პაველ ჰერჩინსკი იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალებისა და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ

ვიმედოვნებ, რომ პაველ ჰერჩინსკი იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერებთან, ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან და ევროპარლამენტარებთან დანიუს ჟალიმასთან და ურმას პაეტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისა და პროევროპული კურსის დაცვა.

„ვფიქრობ, ილუზიები არ უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში მოვლენების თავისთავად მოგვარდება. ჩვენ პრაქტიკული მოქმედებები და გადაწყვეტილებები გვჭირდება. სწორედ ამიტომ, მე დავიწყე ევროკავშირის ელჩით, პაველ ჰერჩინსკით, რომელიც თბილისშია. ვიმედოვნებ, რომ ის იქნება მეტად მხარდამჭერი ოპოზიციური ძალების და საქართველოს პოლიტიკის პროევროპული კურსის მიმართ. ასევე დავიწყე ევროკომისარ მარტა კოსით და უმაღლესი წარმომადგენლით, კაია კალასით. მათ უნდა მოახდინონ რეაგირება.

ჩვენ არ შეგვიძლია მოცდა, დრო არაფერს აგვარებს. როგორც ვხედავთ, თბილისის რეჟიმი აძლიერებს საკუთარ ძალაუფლებას ხალხის წინააღმდეგ შემზღუდავი და რეპრესიული სისტემის დაწესებით. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ვუღალატებთ საკუთარ პრინციპებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ გვქონდა ევროკომისიის ახალი სამუშაო პროგრამა 2025 წლისთვის, დაიწყეთ საქართველოდან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიის და პროევროპული კურსის დაცვა“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics