09:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 15:23:21, 338 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ

სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე - ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას.

ბოკუჩავა აღნიშნულ პროცესს „ცრუ გამოძიებას“ უწოდებს.

„მერამდენე ცრუ გამოძიება უნდა დაიწყოს ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა, დამოუკიდებელი მედიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და ერთეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ? 12 წელია ივანიშვილის რუსული რეჟიმის ოპოზიციაში ვარ და სიმართლე გითხრათ, სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე. აქ უბრალოდ სასაცილო ის არ არის, რომ ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და მისი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პოლიტიკური ინტერესის დაქვემდებარების პროცესში ჩამოანგრია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, სახელმწიფო ინსტიტუტები სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ ჰგავს, ყველა ემსახურება ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ინტერესებს - შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ივანიშვილის ჯიბის პროკურატურასთან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, კანონთან, კანონის უზენაესობასთან და ზოგადად, ქვეყნის სახელმწიფო ინტერესთან, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics