09:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 14:27:54, 338 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს

2003-2012 წლების ხელისუფლების და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს.

პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება, სადაც აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის მდივანს და კომისიის დებულებას დაამტკიცებენ.

ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრები იქნებიან თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია. საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით კი კომისიის წევრები იქნებიან – „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისია ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics