|
2025-02-12 10:14:36, 818 ნახვა
ომი უკრაინაში
ტრამპი ზელენსკისთან მოსალაპარაკებლად კიევში ფინანსთა მინისტრს აგზავნის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს, კიევში მიავლენს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ბესენტს უკრაინაში აგზავნის პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. აშშ-ის პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ომი მალე უნდა დამთავრდეს და დამთავრდება და კვლავ ხაზს უსვამს ამერიკის მიერ დახარჯულ მილიარდებს. დონალდ ტრამპს სკოტ ბესენტის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია. სააგენტო Reuters-ის წყაროთა თანახმად, ბესენტი უკრაინაში ამ კვირაში ჩავა და ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილავს იშვიათ მიწათა ელემენტებზე აშშ-ის წვდომის საკითხს და უკრაინის ენერგორესურსებსა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ აქტივებს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუბარი იქნება უკრაინის ზოგიერთ სახელმწიფო საწარმოზეც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)