|
2025-02-12 09:57:38, 888 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - ზელენსკი ცდილობს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი მოსკოვს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიის მიღების სანაცვლოდ კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ დაკავებულ მიწებს დათმობს. „კურსკის ოლქში მოქმედი ნეონაცისტები მიწას ყოველგვარი გაცვლის გარეშე მიიღებენ, დაახლოებით, ერთ მეტრი ორზე ფართობით და ნახევარი მეტრი სიღრმით. ზელენსკი ასეთ განცხადებებს აკეთებს, რათა დამალოს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბები, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას შეძლებს, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას - კურსკში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკრაინული მიწების სანაცვლოდ დათმობით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)