09:25 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 18:32:58, 522 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი - ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს მიუნხენში გამგზავრებამდე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სალომე ზურაბიშვილის როლი დასავლელ პარტნიორებთან უმნიშვნელოვანესია და რომ მას შეუძლია პარტნიორები დაარწმუნოს "ქართულ ოცნებაზე" წნეხის გაძლიერებაში.

სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათ პრეზიდენტთან შეხვედრისას სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო იდიეს" თავმჯდომარის თინა ხიდაშელის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ყურადღება და მხარდაჭერა გაიზარდოს საქართველოს მიმართ, რაც გაზრდის წნეხს "ქართულ ოცნებაზე".

„ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აკისრია, არის ნდობის მანდატი, რომელიც აქვს, როგორც პოლიტიკური ძალებისგან, ასევე, საზოგადოებისგან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორმატი, სადაც ყველა ოპოზიციურად განწყობილი მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო დაჯდება, ამიტომ ეს არის მთავარი როლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს.

ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც ეს იყო 2024 წლის ბოლო თვეების განმავლობას.

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ახალი თემები გააჩინა, თუმცა ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ და საქართველოს მიმართ დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, როგორიც ეს იყო მანამდე, ამიტომ იქნება ეს “მიუნხენის კონფერენცია” თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი ეს არის მთავარი საბრძოლი დღეს ჩვენთვის - საქართველოში “ქართულ ოცნებას” ქართული ხმა არ ესმის, არც ჩვენი პარტნიორების ხმა ესმის.

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად სახეზეა, ამას თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი და ზეწოლაზე “ქართულ ოცნებაზე” , რა თქმა უნდა, ისინი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. ამიტომ, ქვეყნის გარეთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლი არეალი, რომ საქართველო ამოვწიოთ სიაში ზევით,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics