|
2025-02-11 17:40:36, 535 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა
საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-ში "სხვა სამყარო" ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა. „სხვა სამყარო“, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, საინტერესო მოვლენებით სავსე მეტავერსია, სადაც მომხმარებელი უამრავ პერსონაჟს ხვდება და მათთან ერთად სხვადასხვა მისიას ასრულებს. თამაშში მოსწავლეები “სხვა სამყაროს” ისტორიას უნიკალური პერსონაჟებით, ილუსტრაციებით და ანიმაციებით ეცნობიან. ისინი ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს პასუხობენ, რომლებიც ეტაპობრივად ეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს იღებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები ეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში, შეასრულონ დავალებები - სახალისო, შემეცნებითი და ფინანსური განათლების გარშემო შექმნილი მისიები. თამაშის მეორე სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაციის - sCoolApp-ის სმარტფონში ქონაა საჭირო. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე. აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp –ს ყოველთვიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან. BOG sCoolApp-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, მოსწავლემ მიუთითოს მშობლის მონაცემები და მშობელმა დაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია საკუთარი მობილბანკიდან.
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)