17:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 16:33:58, 379 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვა ირწმუნება, რომ უკრაინა რუს ოპოზიციონერებზე თავდასხმას გეგმავს

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ უკრაინელები ორ პროვოკაციას გეგმავენ. 

СВР-ს მტკიცებით, უკრაინელები გეგმავენ, რომ ბალტიის ზღვაში უცხოური გემი რუსული წარმოების საზღვაო ნაღმებით დააზიანონ, რასაც მოსკოვს დააბრალებენ და რუსეთისთვის ზღვაზე გასასვლელის ჩაკეტვა მოჰყვება. მათივე მტკიცებით, გეგმის მიზანია რუსეთის NATO-სთან ომში ჩათრევა. СВР არ ავრცელებს ამ ინფორმაციის არანაირ დამადასტურებელ საბუთს.

ამას გარდა, 11 თებერვლის განცხადებაში ირწმუნებიან, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ევროპულ სპეცსამსახურებთან ერთად რუს ოპოზიციონერებზე თავდასხმასა და ამის მოსკოვისთვის დაბრალებას გეგმავს.

"პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რიგი ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად ამზადებს თავდასხმა რუსული არასისტემური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონს გაქცეულ პირებზე, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრებენ. გეგმავენ, რომ შემსრულებლებად მოიზიდონ ხალხი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მსგავს ქმედებებში მონაწილეობისთვის სთავაზობენ 20 000 დოლარამდე ანაზღაურებას. დაკავების შემთხვევაში, უმთავრესი წინაპირობაა შემსრულებლებმა ბრალი დასდონ რუსეთის სპეცსამსახურებს, თითქოს მათუ ბრძანებით მზადდებოდა ეს თავდასხმები." - წერია განცხადებაში. დამადასტურებელი საბუთები არც ამ ბრალდებას აქვს დართული.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ბრალდებებს ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics