|
2025-02-11 13:57:56, 443 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანი პოლიციის აკადემიის რექტორად დაინიშნა
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორად დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ის 1998 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ში. 2016 წლიდან 2024 წლამდე, ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ჩიქოვანი პოსტიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა. „ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობით, მას სახელმწიფო სამსახურის ძალიან დიდი ისტორია აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე“, — განაცხადა მაშინ ირაკლი ჩიქოვანმა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ლელა ჩიქოვანის გათავისუფლება თავდაცვის სამინისტროდან უკავშირდებოდა თუ არა ნეპოტიზმზე და კორუფციაზე ბრალდებებს. დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებდა, რომ ლელა ჩიქოვანის შვილისთვის შტატი დაამატეს აშშ-ში საქართველოს საელჩოს თავდაცვის წარმომადგენლობაში. თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ მის მოადგილეს კანონი არ დაურღვევია და იმის, გამო, რომ მისი შვილი მისსავე უწყებაში დასაქმებულია, არ უნდა დაიჩაგროს. თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კი აღნიშნა, რომ შვილი თავდაცვის უწყებაში რჩება. ლელა ჩიქოვანს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლეს სკოლაში, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა პროგრამები თავდაცვის სფეროში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიაში, ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლაში, შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში, გერმანიის ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევის ცენტრსა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)