11:02 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 13:44:39, 418 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებოს

გაბიტაშვილთან დაკავშირებით ინციდენტზე დილით გავიგე, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ოპოზიციას მოვუწოდებ, სპეკულაციას თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მომხდარს გამოძიება დაადგენს.

მომხდარი ინციდენტის თაობაზე დილით გავიგე. ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება ამ პიროვნებას, ვინმეს თუ ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, არ მომრიდებია, პასუხი გამეცა ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყო. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ, მან დააფიქსირა პოზიცია. გაგებით მოვეკიდე და მგონია, რომ არც ერთმა ახალგაზრდამ ამ უსამშობლოების სექტას თავი არ უნდა გამოაყენებინოს. თემა ამით დამთავრდა.

საცოდაობაა გარკვეული ჯგუფების მცდელობა, ამ თემით ქულები დაიწერონ. რაიმე ეჭვი თუ არსებობს, აგერ არის პოლიცია და არ გაუჭირდება ჩივილი. თუ დამიბარებენ, იმავე ჩვენებას მივცემ, რა ჩვენებაც მივეცი აბუ დაბიში, როცა გამოძიება მიმდინარეობდა. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ თემით სპეკულაციას თავი დაანებონ და თავის გაჭირვებულ თავს მიხედონ, მიტინგებზე დაცვის გარეშე რომ ვერ დადიან და ამ ახალგაზრდებს იყენებენ. ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა. ნიღბით იყვნენ თუ უნიღბოდ, მომხდარს გამოძიება დაადგენს და თუ მახსენებს, მივალ და ჩვენებას მივცემ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics