11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 13:24:28, 337 ნახვა

პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე

პარტია გახარია - საქართველოსთვის მოქალაქე, ლაშა გაბიტაშვილზე უცნობი პირების მიერ თავდასხმას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოსთვის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ აღნიშნული შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორებაა მოქალაქეებზე.

,,ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე.

ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, ნიღბებს უკან იმალებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ქმედებები მიუთითებს ერთადერთ მიზანზე – საზოგადოების დაშინებაზე.

ცხადია, მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც სოლიდარობა, გონიერება და სიმტკიცე იქნება ჩვენი მთავარი იარაღი, რომლითაც ივანიშვილს დავაკარგვინებთ მისთვის ყველაზე მთავარს – ფულს და ძალაუფლებას, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის.

ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის დღეს, 11 თებერვალს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics