11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 12:49:29, 289 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებული მხეცური თავდასხმა არის პირდაპირი შედეგი იმ მუქარისა, რომელიც გაბიტაშვილს აბუ-დაბიში გაუჟღერეს - რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ "დაისჯებოდა".

ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმა არის ხელისუფლების მიერ სისტემური ძალადობის მორიგი აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ძალადობა და ტერორი არის მოქალაქეების დაშინების მცდელობა.

ხელისუფლება იყენებს ყველა ძალადობრივ გზას, რომ ქვეყანაში ბოლომდე ჩაახშოს პროტესტის ხმა. სინამდვილეში, რეჟიმის ეს ქმედებები არ მუშაობს და ამის დასტურია 76 დღიანი უწყვეტი პროტესტი. რეჟიმის ამ უსუსური ქმედებით არც ლაშა გატყდება და არც პროტესტი შემცირდება! - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics