11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 12:26:06, 321 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი არ არსებობს

დღეს, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია იშვიათად აკეთებს მსგავს მოწოდებებს.

„მე მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენო, როგორ მოაქვს ერთობლივ ბრძოლას ჩვენი ხალხის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი შედეგი, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის გაზრდის თვალსაზრისით. ქართველი ხალხი უკვე 76-ე დღეა იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლის გადასარჩენად. დღეს, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვან განცხადებას გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ გააკეთა. სპეციალური მისია მოავლინა საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, (რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული [ინსტიტუტებისთვის])... თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა. მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება, ამ ორგანიზაციისგან იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ მოწოდება კეთდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე არ მოხდება.

ახლა არის გადასაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის - რას აკეთებს ის. ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს, ნიშნავს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას - სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე.

ამის პარალელურად ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, სწორედ, მათი ბრძოლის შედეგია, ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება. მე იმედი მაქვს, რომ შაბათს ევროპული მომავლის დასაცავ აქციაზე, ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება საკუთარი ხმის გასაჟღერებლად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო „საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას”. ამასთან, ბიურო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics