03:55 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 10:27:11, 438 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო მასკს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისთვის გაცემული გრანტების შესახებ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს წერილით მიმართავს. აღნიშნული წერილი ფიცომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი USAID-ის სააგენტოს გაუქმებას, უაღრესად მნიშვნელოვანია სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებისთვის. პატივცემულო მინისტრო, ილონ მასკ, გილოცავთ დანიშვნას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებთ. USAID-ის სააგენტოს გაუქმება ასევე გავლენას ახდენს სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებზე. უდავოა, რომ USAID-იდან მომდინარე ფინანსური რესურსები სლოვაკეთშიც გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად.

იმისათვის, რომ შევძლოთ სასარგებლო და სასიკეთო პროექტების გამიჯვნა სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან, მართებულად მიმაჩნია, მოგმართოთ თხოვნით, მოგვაწოდოთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მასმედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ, რომლებიც მოქმედებდნენ და მოქმედებენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

არასრული საჯარო წყაროებიდან ნათელია, რომ USAID-მა ამ სუბიექტებს შედარებით მოკლე დროში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბსიდიებით დაუჭირა მხარი. პატივცემულო მინისტრო, სლოვაკეთში უცხოური თანხების ბოროტად გამოყენების საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ მზად ვარ, პირადად შეგხვდეთ თქვენ, ასევე, შეგვიძლია, განვიხილოთ სხვა პროექტები, რომლებიც ორმხრივად სასარგებლოა სლოვაკურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნულია რობერტ ფიცოს წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics