01:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 17:28:19, 504 ნახვა

სამართალი
მოსამართლის სახლთან აქციისთვის ცხრა ადამიანი 5 ათასი ლარით დაჯარიმდა, მათ შორის არიან ნინო ქათამაძე და ლადო აფხაზავა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 5-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა ცხრა ადამიანს, რომლებიც ქუთაისში 26 იანვარს გამართული აქციაზე, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს უცხადებდნენ სოლიდარობას. ჯარიმის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი, და „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი, მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე და "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი აქციას მართავდნენ მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან, რომელმაც არ განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო პატიმრობის შესახებ.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატების ამბობდნენ, რომ ეს იყო სიმბოლური აქტი 20-დან 30 წუთამდე, რასაც მიზნად არ ჰქონია ვინმეს დაზარალება.

ადვოკატმა ანა ჩაფიძემ წარადგინა შუამდგომლობა, სასამართლოს შეეჩერებინა საქმის წარმოება. ვინაიდან მისი სიტყვებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის არის "ბლანკეტური" და ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21- ე მუხლს შეკრების უფლების შესახებ. მან მოსამართლეს სთხოვა დრო, რათა ელექტრონული წესით წარედგინა შუამდგომლობა, რაზეც უარი მიიღო. მან თავისი პოზიციაც გამოხატა და დაცვის ქვეშ მყოფებს სოლიდარობა გამოუცხადა.

"სავარაუდო სამართალდარღვევის მოტივი არის ძალიან მნიშვნელობანი და სამართალდარღვევის მოტივი იყო მზია ამაღლობელის სიცოცხლის გადარჩენა და ვუერთდები ჩემს დასაცავებს და რელევანტურია ამ დარბაზიდან ეს გავაჟღერო", - თქვა ანა ჩაფიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

ადვოკატი ვალერიან თევდორაძე ამბობდა, რომ ტროტუარი და ქუჩა არ არის მოსამართლის საცხოვრებელი ადგილი. კერძო საკუთრებაში აქცია არ გამართულა.

"არ გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გარემოება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები განხორციელდა ქმედება", - თქვა მან.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას ადვოკატმა თქვა, რომ თავად მოსამართლე ოქროპირაშვილს არ გაუკეთებია განცხადება, რომ მას საფრთხე დაემუქრა და განიცადა შიში.

ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ პოლიცია აქციაზე მივიდა ბოლო წუთებზე, ორმა პოლიციელმა, რომლებსაც აქციის მონაწილეებისთვის გაფრთხილება არ მიუცია, ხელი შეუწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის შექმნას.

ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ამ სახლს მოსამართლე საცხოვრებლად იყენებს, როგორც სამართალდარღვევის მუხლი ითვალისწინებს.

დაცვის მხარის მოსაზრებით მოსამართლის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეჰქმნია, ამიტომ კოდექსის მშრალი ჩანაწერით არ უნდა შეეზღუდოთ სიტყვის თავისუფლება.

სასამართლოს მოწმის სახით, ჩვენება მისცა დავით დვალიშვილმა ქუთაისის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ, მისი თქმით, შემოვლისას შენიშნეს მოქალაქეთა შეკრება, რომლებიც ადგილზე მისვლისას დაიშალნენ და კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

მისი განმარტებით, ის რომ იმ ადგილას მოსამართლის სახლი მდებარეობს იცოდა იქიდან, რომ მისი "სამოქმედო ტერიტორიაზეა".

სხდომაზე მას ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ჰკითხა 26 იანვრიდან 6 თებერვლამდე ანუ აქციის დღიდან 10 დღე რატომ დასჭირდა პატაკის დაწერას. რაზეც დავით დვალიშვილმა უპასუხა, რომ "ვადები არ დაურღვევია".

ამის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან, გაცინებისთვის გააძევეს ლარა ქარცივაძე, ბათუმელი აქტივისტი.

მან შეძახილებით დატოვა დარბაზი, "თავისუფლება მზიას, არ იქნება სასამართლო არ იქნება მშვიდობა" .

სასამართლო სხდომაზე ტაში მოჰყვა ფსიქოლოგ მაიას ცირამუას სიტყვას:

"რა მინდა აქ ამ სტატუსით, მოსამართლეს და ფსიქოთერაპევტებს გვაქვს ასკეტური პროფესიები, თუმცა არაერთხელ მომიწია სამუშაო სივრციდან გასვლა, არანაირი სურვილი არ მქონია ტრანსპარანტის ჭერის, სასტვენის, ჩემთვის "ფოტოგრაფების საქმე" ისევე პროტესტს იწვევდა, რასაც იწვევს მზიას საქმე, ამიტომ მიწევს ჩემი სივრციდან გასვლა, რადგან არაერთხელ გამიწია ადვოკატირება, ... 30 დღეა პალატაში გამოკეტილია მზია ამაღლობელი და ჩვენ არ ვიცით როგორ დამთავრდება ეს აქტი. ჩემი პროტესტი ეძღვნება სამართალში ყველაზე მაღალ სტანდარტს ადამიანის სიცოცხლეს!!"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics