00:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 16:46:34, 441 ნახვა

საზოგადოება
ექიმი მზია ამაღლობელზე - მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით და დათანხმდა, რომ მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მოშიმშილე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება.

როგორც ჩხაიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც ამაღლობელს მოსალოდნელი გართულებების შესახებ აუხსნეს, მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს „ვივამედში“ გააგრძელებს.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, გართულებები ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს, რასთან დაკავშირებითაც ამაღლობელი ინფორმირებულია.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს ქალბატონი. თუმცა, მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად შიმშილის ეფექტს ახასიათებს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფის მიერ იქნა ნანახი, შემდეგ ჩვენთან შეხვედრა მოხდა და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები იქნა გაცემული, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. საუბარია იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს ახასიათებს. დღეს დილიდან, მკურნალ ექიმთან ერთად ეს ყველაფერი გავიარეთ, საკონტროლო კვლევები შესრულდა, ნანახი იქნა სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ამ შედეგების შედეგად, პაციენტს კიდევ შევხვდით, მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით. ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია, აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში.

დიახ, კლინიკაში რჩება, უგრძელდება მონიტორინგის პროცესი. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ. მოსალოდნელი გართულებების შესახებ ავუხსენით, აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა, კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს“, - განაცხადა ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics