2025-02-09 16:45:43, 480 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ
ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს ჩვენ ბალტიის ქვეყნებს კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან ვაკავშირებთ, ვწყვეტთ რუსეთთან დარჩენილ ბოლო კავშირებს. გათავისუფლება მუქარისა და შანტაჟისაგან. ეს ისტორიული დღეა“, - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტრო ქსელიდან გუშინ გამოთიშეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,