2025-02-09 15:01:29, 438 ნახვა
საზოგადოება
ანა კვანჭილაშვილს აივანზე გამოფენილი დროშები დაუჭრეს, აივანზე კი წარწერები დაუტოვეს
საპროტესტესო აქციების აქტიურ მონაწილეს, ანა კვანჭილაშვილს, რომელიც, თბილისში, პირველ სართულზე ცხოვრობს, აივანზე გამოფენილი დროშები დაუჭრეს, აივანზე კი წარწერები დაუტოვეს.
მომხდარიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილზე საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა. არავინ დაინტერესებულა, ვინ ცდილობდა ახალგაზრდა ქალის სახლში შესვლას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვანჭილაშვილის დაშინებას და გაჩუმებას ცდილობენ. ტიტუშკებამდე იყო პოლიცია, რომელიც აქტივიტის სახლში მოტყუებით შევიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,