2025-02-08 22:18:21, 666 ნახვა
პოლიტიკა
უწყვეტი პროტესტის 73-ე დღე, დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა
უწყვეტი პროტესტის 73-ე დღე, დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობიდან გამართული მარშის მონაწილეებიც ლოზუნგით: „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
რუსთაველის გამზირზე ასევე მსვლელობით მივიდნენ სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის სტუდენტები, რომლებმაც დრეს დაკავებული რეჟიმის ტყვეების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება - ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,