20:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 09:20:27, 477 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ - ამ ომის დასრულება მსურს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელის და "სავარაუდოდ" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც ისაუბრებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მომავალ კვირას სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები, და სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინთან ვილაპარაკებ. ამ ომის დასრულება მსურს", - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, ზელენსკისთან შეხვედრა ვაშინგტონში თუ გაიმართება, ტრამპმა უპასუხა, რომ "შეიძლება ვაშინგტონში იყოს, იქ [კიევში] არ ჩავდივარ".

ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც აშშ აწვდის.

"ერთ-ერთი რამ, რასაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ველით, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ასევე პრეზიდენტ ზელენსკისგან მოვითხოვთ ამ თანხების ჯეროვნად მოხმარებას", - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი და უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, მაგრამ დონალდ ტრამპი არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics