2025-02-07 22:07:42, 481 ნახვა
მსოფლიო
პროტესტი 50-ზე მეტ ქალაქში, სახელწოდებით სლოვაკეთი ევროპაა გრძელდება
პროტესტი სახელწოდებით "სლოვაკეთი ევროპაა" 50-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
პროტესტების ორგანიზატორები დემოკრატიული ღირებულებებისადმი საფრთხეზე მიანიშნებენ და პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. სლოვაკეთის გარდა საპროტესტო აქციები მსოფლიოს გარშემო რამდენიმე ქალაქშიც გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, პროტესტი დემოკრატიული ღირებულებებისადმი მზარდმა საფრთხეებმა და მოსკოვის გავლენამ გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,