|
2025-02-07 20:31:52, 576 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ახლობლები და კოლეგები შეუერთდნენ
დღეს უწყვეტი პროტესტის 72-ე დღეა. პარასკევის ტრადიციული თავისუფლების მარში დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები, მხარდაჭერები და რიგითი მოქალაქეები პატიმრების, სოლიდარობის ნიშნად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ. უცვლელი რჩება პროტესტის ასევე მთავარი მოთხოვნა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება. მთავარ გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ,მზია ამაღლობელის მხარდამჭერებიც, რომლებმაც მთავრობის სახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადმოინაცვლეს, "ბათუმელების" რედაქტორმა, ეთერ თურაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ირაკლი კობახიძეს და ესაუბროს მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. "მე მზად ვარ, შევხვდე ირაკლი კობახიძეს და ვესაუბრო მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ, რათა სწორედ მან გამოთქვა სურვილი რომ შეგვხვდეს. აქედან გამომდინარე ვთავაზობ მას შეხვდეს ბათუმელების რედაქციას ან თუნდაც მარტო მე და გვესაუბროს იმაზე, რას აპირებს ხელისუფლება, რადგან მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე არის კრიტიკული." - განაცხადა ეთერ თურაძემ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა, ამ წუთებში კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. მოთხოვნა უცვლელია გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)