13:12 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 10:53:29, 509 ნახვა

საზოგადოება
ფოთში 120 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში, გორგასლისა და ტაბიძის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, გორგასლის ქუჩაზე  ხუთსართულიან  კორპუსში  43 დევნილი ოჯახი, მათ შორის უმრავლესობა  აფხაზეთის ომის ვეტერანი,  1993 წლიდან ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, შენობა  ამ დრომდე  გაზიფიცირებული არ იყო.  ობიექტის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები   სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო,  პროექტირების საფასური კი   აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსდა.

ასევე სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა ფოთში, ტაბიძის ქუჩაზე ორი კორპუსის  გაზიფიცირების სამუშაოებიც, სადაც ჯამში 77 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის“  ფარგლებში,  აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics