03:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 19:13:36, 421 ნახვა

სამართალი
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავა

26 ადამიანი დააკავეს, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 6 მათგანს წაყენებული აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდება. ამ ექვს ადამიანს შორის არიან ადამიანები, ზედმეტსახელებით „პაჭო“, „მესსტო“ და „კოჭო“;

11 ადამიანი დაკავებულია „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის" ბრალდებით. მათს შორის არიან ადამიანები, ზედმეტსახელებით „კარატე“, „ბუძგა“ და „ტეკია“;

6 მათგანი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით.

3 ადამიანი დაკავებულია „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით.

ამ 26 ადამიანის გარდა, შსს-ს ინფრომაციით, კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გარდა ამისა, „კანონიერი ქურდობის“ გამო ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ რამდენიმე პირს.

შსს მხოლოდ მათ სახელებს წერს საჯაროდ.

ესენი არიან:

ჯეირან კინწურაშვილი, დაბადებული 1977 წელს;

კაკო ტუღუში, მეტსახელად „ენცო“, - დაბადებული 1987 წელს;

მამუკა ჩხაბერიძეს, მეტსახელად „მამუკა ხონსკი“, - დაბადებული 1976 წელს.

ბრალდებები 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფარული გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიციის პრესცენტრის ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები და მხარდამჭერები მოქალაქეთა შორის ფინანსურ დავებს „აგვარებდნენ“.

„ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.“ გამოძიების თანახმად, ბრალდებულები „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, „გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ“.- - წერს შსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics