13:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 15:50:32, 372 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა - „ქართული ოცნება“ ვერ იტანს კრიტიკულ მედიას

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მედიის მიმართულებით ხელისუფლების მიერ დაინიცირებული ცვლილებები აბსოლუტურად რეპრესიული ხასიათისაა.

როგორც გალდავამ აღნიშნა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს კანონებიც გაუქმდება.

„კანონების დაჩქარებული წესით მიღებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს საფუძველი. ეს „ქართული ოცნებისთვის“ დისკომფორტის შემქმნელია და კანონების გამკაცრებაში გამოიხატება. რაც შეეხება მედიის მიმართულებით დაინიცირებულ ცვლილებებს, ეს არის აბსოლუტურად რეპრესიული ხასიათის. თუ დასაწყისში ფინანსურად გუდავდნენ მედიებს, ახლა აპირებენ ცენზურის ოფიციალურად დაკანონებას. მთლიანობაში „ქართული ოცნება“ ვერ იტანს კრიტიკულ მედიას, კრიტიკულ აზრს, მაგრამ მე მათ ვეუბნები, ყოველთვის, როდესაც ხელისუფლებები კანონების გამკაცრებასთან დაკავშირებით მსგავს ზომებს მიმართავენ, მითუმეტეს მიზეზების გარეშე, არაგანჭვრეტადი შედეგებით, ეს ყოველთვის იწვევს უკუეფექტს. უკუეფექტი იქნება ის, რომ უფრო მეტი ადამიანი აღივსება კრიტიკული აზრით, უფრო მეტი ჟურნალისტი გააკეთებს კრიტიკულ განმარტებებს. შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს კანონებიც გაუქმდება“, - განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics