2016-03-08 09:14:41, 741 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4630 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4630 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4716 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო დღეს, 2.6990 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7146 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0156 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან