2025-02-06 21:58:38, 532 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის 71-ე დღე, სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პროტესტის 71-ე დღე, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან.
მათი მოთხოვნები უცვლელია, ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,