19:27 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-06 21:50:42, 632 ნახვა

საქართველოს ხელისუფლების ახალი ტურისტული მიმართულება: სანქციები, მედია კონტროლი, უჩინარი არაბული ფული და ინდური მემორანდუმები“

აშშ-ის მთავრობამ სანქციები დააწესა საქართველოს რამდენიმე მაღალჩინოსანზე, მათ შორის მოსამართლეებზე, რომელთაც აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. სანქციებს განიხილავენ დიდბრიტანეთშიც.

აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა.

 ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, ლარი გაუფასურდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა და საინვესტიციო გარემო გაუარესდა. 

კრიზისია ტურიზმის სექტორშიც, პოლიტიკური არეულობისა და საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია გაურკვევლობის წინაშე დგას. დეკემბერში დაფიქსირებული ჯავშნების გაუქმების შემდეგ, მიმდინარე წელიც ბუნდოვნად დაიწყო, გაზაფხულის და ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები მოსალოდნელზე დაბალია და ეტაპობრივად კვლავ მცირდება, უქმდება ჯავშნები.

ტურიზმის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო სანქციები უარყოფითად მოქმედებს ტურიზმის ინდუსტრიაზე, რადგან ისინი ამცირებენ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას რაც ბუნებრივია ზიანს აყენებენ ქვეყნის ეკონომიკას.

„ქართული ოცნება“ კი ალტერნატივას აზიის ქვეყნებში ეძებს და მემორანდუმს ინდოეთთან აფორმებს.

„ინდოელი ტურისტები უკვე არიან ათეულში. საქართველოში 100 ათასზე მეტი ინდოელი გვეწვია გასულ წელს. თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ზომას, მზარდ ეკონომიკას , გეოგრაფიულ სიახლოვეს და ინტერესს საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა პერსპექტივა ძალიან მაღალია. ამის მანიშნებელია იმ ტურისტული კომპანიების ოდენობა რომლებიც მონაწილეობას იღებენ გამოფენაში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მემორანდუმის გაფორმება Thomas Cook-თან, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანია და ბუნებრივია ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უფრო მეტი ინდოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა ინდოეთში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა.

ხელისუფლება თვლის, რომ თუ ევროპიდან ტურისტის ნაკადი შემცირდება, მათი ჩანაცვლება აზიიდან მოხდება და ცდილობს, აზიის ქვეყნებში, კერძოდ ინდოეთში საქართველოზე ცნობადობა გაზარდოს.

საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს 6 მილიარდი დოლარის არაბული ინვესტიცია.  

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყანაში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საინვესტიციო პროექტებს თბილისსა და გონიოში განახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან, ასევე აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბის პორტების ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში და თბილისის მშრალი პორტის პროექტს ახორციელებს.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს,აკვირდება  ბრიტენული მედიაც და შეშფოთებას გამოთქვამს, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზე თავისუფალი მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„ბრიტანული მედია შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული პროცესების უკუსვლით, ადამიანის უფლებების დარღვევებით და მედიის თავისუფლების შეზღუდვებით. ეს საკითხები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და მის ურთიერთობებზე დასავლურ ქვეყნებთან.“

ქრონოლოგიურად, რომ მივყვეთ,  პრესის თავისუფლების ინდექსში, 180 ქვეყანასშორის,დღეს  საქართველო 103-ე ადგილზეა.

საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი ბოლო წლებში შემდეგნაირად ვითარდებოდა:

          •        2017 წელი: 64-ე ადგილი

          •        2018 წელი: 61-ე ადგილი

          •        2019 წელი: 60-ე ადგილი

          •        2020 წელი: 60-ე ადგილი

          •        2021 წელი: 60-ე ადგილი

          •        2022 წელი: 89-ე ადგილი

          •        2023 წელი: 77-ე ადგილი

          •        2024 წელი: 103-ე ადგილი

ამ მონაცემების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, 2021 წლიდან საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მიუთითებს პრესის თავისუფლების მდგომარეობის დაქვეითებაზე ქვეყანაში.

გარდა პრესის თავისუფლებისა, საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები არიან პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობით.

პოლიტიკურ წრეებში ფართოდ განიხილება საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა. განსაკუთრებით აღელვებთ არჩევნების პროცესის დარღვევები, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და წამების ფაქტები.

 „ამგვარი მოვლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და მის დემოკრატიულ განვითარებას“.

 ქვეყანაში მიმდინარე  პროცესები, დემოკრატიული უკუსვლით მიდის, რაც რეალურ საფუძველს აძლევს, ბრიტანეთის ხელისუფლებას, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილონ და ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა, ბრიტანეთმაც დაუწესოს კონკრეტულ პირებს სანქციები. ეს ნაბიჯი შესაძლოა იყოს  საქართველოს ხელისუფლების წაქეზება, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics